მიმდინარე წლის ორ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ 143 პრეტენზია დაფიქსირდა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, იანვარ-თებერვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიების 72%-ი სამომხმარებლო სესხზე მოდის.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიების შემდეგ, მეორე ადგილზეა სალომბარდე სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელთა რაოდენობამაც 2023 წლის ორ თვეში 15 ერთეული შეადგინა.
ირკვევა, რომ 2023 წლის თებერვალში იანვართან შედარებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 17%-ითაა გაზრდილი. და თუ 2023 წლის ორი თვის სტატისტიკას 2022 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკას შევადარებთ სახეზეა პრეტენზიების რაოდენობის 26%-იანი კლება, რადგანაც 2022 წლის იანვარ-თებერვალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 192 შეადგინა.
თუ კი მიკროსაფინანსოების მიმართ ოფიციალურად წაყენებული პრეტენზიების ტიპების სტატისტიკას ჩავუღრმავდებით სახეზეა, რომ მომხმარებლებს ყველაზე მეტი საჩივარი ჯარიმებისა და ვადაგადაცილების საკომისიოებთან მიმართებაში აქვთ.
2023 წლის ორ თვეში ამ მიმართულებით დაფიქსირებულია 78 პრეტენზია, ანუ მთლიანი პრეტენზიების 55%-ი. ირკვევა, რომ ორ თვეში მიკროსაფინანსოების მიმართ მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიებიდან 58 შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია უსაფუძვლოდ იყო მიჩნეული.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება