დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mgzavrebi Hotel Chain-მა გონიოს პროექტი სრულად გაყიდა

Mgzavrebi Hotel Chain-მა გონიოს პროექტი სრულად გაყიდა

02-02-2024 12:00:00

Mgzavrebi Hotel Chain-მა „გონიო მგზავრების“ პროექტი სრულად გაყიდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა.

„სასტუმროების ქსელი მგზავრები“ მყიდველის ვინაობასა და ტრანზაქციის მოცულობას კონფიდენციალურს ტოვებს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ „მგზვარები გონიო“ ერთ-ერთმა კომპანიამ იყიდა და ამ შენობაში სასტუმროს გახსნის. 

როგორც „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილე ამბობს, თავიდან „გონიო მგზავრების“ აპარტამენტებად გაყიდვებს გეგმავდნენ, რადგან ობიექტს სასტუმროს პრინციპით უნდა ეფუნქციონირა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.  

რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, კომპანია ზღვისპირეთში ახალ პროექტს გეგმავს. 

„ახალ პროექტებს გონიოშია არ ვგეგმავთ. ზღვისპირეთში, შეკვეთილს განვიხილავთ, ეს უფრო 2024 წლის პერსპექტივაა“, - ამბობს მადლენა მანუსაჩიანი და სხვა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. 

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 13 წელია ადგილობრივ ბაზარზეა.  სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები