დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტროს 97 ვაგონის შესაძენად, თბილისის მერია € 205 მილიონის შესყიდვას გამოაცხადებს

მეტროს 97 ვაგონის შესაძენად, თბილისის მერია € 205 მილიონის შესყიდვას გამოაცხადებს

06-03-2024 15:07:00

მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მერია მეტროს 97 ვაგონის შესაძენად  € 205 მილიონის შესყიდვას გამოაცხადებს. 

„თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „თბილისის სატრანპორტო კომპანიას“ მიეცეს უფლება მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის (მეტრო) ინფრასტრუქტურის აღჭურვის (97 ერთეული ვაგონი და სასწავლო სიმულატორი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურებით 205 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე) ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით,“- აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები