დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტროპოლი“ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე

„მეტროპოლი“ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე

30-04-2024 16:15:00
  • სამშენებლო კომპანიამ დამთვალიერებელს მიმდინარე პროექტები გააცნო

 

  • ღონისძიების სტუმრებმა „მეტროპოლის“ შეთავაზებების შესახებაც მიიღეს  ინფორმაცია

 

  • საერთაშორისო გამოფენა 26-28 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა

 

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროექტებით წარდგა. უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში დეველოპერული კომპანია წელს პირველად მონაწილეობდა. 

სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, გამოფენის სტუმრებს თავისი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან კომპანიის წარმომადგენლებმა დამთვალიერებელს „მეტროპოლის“ სრული სამშენებლო ციკლი გააცნეს.

საერთაშორისო გამოფენა Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართულ რეალობაში. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშისათვის, მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და გასათვალისწინებელია თითოეული კომპონენტი, იქნება ეს ობიექტის ლოკაციის შერჩევა, არქიტექტურული დაგეგმარება, დიზაინი, ენერგოეფექტური მასალები თუ, ზოგადად, თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები დეველოპერულ სექტორში.  ვფიქრობთ, ამ დეტალების გაზიარებით მომხმარებელს ვეხმარებით, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

მეორე მხრივ, ასეთი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა უშუალოდ პირველწყაროსაგან მივიღოთ უკუკავშირი, შევიტყოთ მეტი მათი სურვილებისა და მოთხოვნის შესახებ. ჩვენ მუდმივად ვმონაწილეობთ მსგავს შეკრებებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე მონაწილეობა მივიღეთ შანხაისა და ყაზახეთში გამართულ ექსპოებში. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ახალი პარტნიორობის დასაწყებად“.

საერთაშორისო გამოფენას Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. საერთაშორისო კვირეული სამ ღონისძიებას აერთიანებდა: უძრავი ქონების გამოფენას, ასევე ფორუმს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას და B2B შეხვედრებს მოიცავდა, და  მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ს.

უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „მეტროპოლმა“ ხუთი მიმდინარე პროექტი წარადგინა.

„მეტროპოლის“ პროექტებიდან თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. 14-სართულიანი მრავალფუნქციური  საცხოვრებელი სივრცის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. 

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია„მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ოვალისთვის“ ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსი პანორამული ხედებით იქნება გამორჩეული.

--

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.


მსგავსი სიახლეები