თბილისის მერია თბილისს ზღვის თემქის სანაპირო ზოლის განვითარებას იწყებს. შესაბამისი დავალება დედაქალაქის მერმა საკუთარ მოადგილეებს უკვე მისცა.
„თბილისის ზღვა წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. შეინიშნება სანაპიროზე ხალხმრავლობა, შესაბამისად ბანაობისთვის დასაშვებ ზონებში თბილისის ზღვის თემქის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე საჭიროა სივრცის სათანადოდ მოწყობა, მოწესრიგება, იმიტომ რომ პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია უნდა გახდეს საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის და მოეწყოს სათანადო ინფრასტრუქტურა.
„ეს ადგილი უნდა გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის როგორც ოჯახებისთვის ისე ახალგაზრდებისთვის. გავაკეთოთ ცივილური პარკირება, როცა ადამიანი მოვა შეეძლოს ავტომობილის გაჩერება და აღნიშნული სივრცის გამოყენება. ამიტომ დავიწყოთ პროექტზე მუშაობა და განხორციელება, რადგანაც დღევანდელი მდგომარეობა რაც გაქვს არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება1 საათის წინ
ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ