დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მერძევეობის მიმართულებით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა

მერძევეობის მიმართულებით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა

20-04-2023 13:25:55

„მერძევეობის მოდერნიზაციის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), რომლის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა. ჯამური ინვესტიცია  28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, დამატებით, 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება არის გათვალისწინებული; მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა.  

პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის,  მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები