დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard-ი საქართველოში წარმომადგენლობას აძლიერებს - აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს თბილისის ოფისი დაფარავს

Mastercard-ი საქართველოში წარმომადგენლობას აძლიერებს - აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს თბილისის ოფისი დაფარავს

21-03-2024 10:00:00

Mastercard-ი საქართველოში საკუთარ ოფისს აძლიერებს და სურვილი აქვს, რომ საქართველოს კლასტერიდან დაფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნები. როგორც Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა, პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე Mastercard-ის ოფისში მოხდება როგორც გარკვეული კვალიფიკაციების გადანაწილება, ასევე თანამშრომელთა შევსებაც. 

„გვინდა, რომ საქართველოში უფრო მეტი და ახალი ტექნოლოგია შემოვიტანოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ოფისი იყოს რეგიონული კლასტერის მატარებელი. შესაბამისად, აქედან მოვემსახუროთ როგორც საქართველოს, ისე შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენი კომპეტენციები ძლიერდება და ოფისი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული მოთამაშის ოფისის სტატუსის ქვეშ ვიქნებით. უკვე მიმდინარე პროცესია და ამ დროისათვის 12 თანამშრომელი ვართ და წლის ბოლომდე იმედი მაქვს, რომ 20 თანამშრომლამდე გაიზრდება და კომპეტენციებიც სხვადასხვა მიმართულებით შეივსება“, - განაცხადა  Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები