ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობები და პოტენციალი გააცნო - მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის ფარგლებში გამართული კონფერენციის პანელში „ევროპა, როგორც მზარდი სამედიცინო და ველნეს მიმართულება."
მარიამ ქვრივიშვილმა თავის მოხსენებაში საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი რამდენიმე კონკრეტული პროექტის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
„უპირველესად, ეს არის აბასთუმნის პროექტი, ასევე წყალტუბო და პრემიერ-მინისტრის ინიცირებით დაწყებული ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთმილიარდიან ინვესტიციას, რომლის ფარგლებში მოხდება საქართველოს მნიშვნელოვანი კურორტების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს კურორტების რეაბილიტაცია-განვითარების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების, მათ შორის მხარჯველუნარიანი ტურისტების ზრდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა