დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში, ტურიზმიდან შემოსავლები 17%-ით გაიზარდა - გალტ & თაგარტი

მაისში, ტურიზმიდან შემოსავლები 17%-ით გაიზარდა - გალტ & თაგარტი

12-06-2023 10:50:39

2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ჯამურად, გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).

ამასთან,Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე ოთხი თვის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% - ით  გაიზარდა  და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ი  გაიზარდა თურქეთიდან,  73.2%  ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები