დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაია მელიქიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია

მაია მელიქიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია

18-11-2024 10:59:00

GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე გამართულ პანელურ დისკუსიას “ცირკულარობიდან განახლებადი ენერგიის წარმოებამდე: ინოვაციური პრაქტიკები ევროპაში“, მოდერაცია გაუწია.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკასა და განახლებადი ენერგიის წარმოებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე იმსჯელეს და ინოვაციურ ევროპულ პროექტებზე ისაუბრეს.

ასევე, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო პანელში, რომელიც დეკარბონიზაციასა და ემისიების შემცირების ერთობლივ ძალისხმევასა და სტრატეგიებს ეხებოდა.

პანელურ დისკუსიას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა უმასპინძლა. 

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც 14-16 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ბაქოში გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები