დოჰა-დუბაის მიმართულებით, წელს 30 ტონა ლურჯი მოცვი გავიტანეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საკონსულტაციო კომპანია Agritouch. აგრითაჩი-ის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ლურჯ მოცვზე შეკვეთები მიწოდებას აღემატებოდა, თუმცა ლოგისტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მეტი პროდუქციის ექსპორტირება ვერ შეძლეს.
„ლოგისტიკის გამოწვევა გვაქვს, რადგან ლურჯი მოცვის ექსპორტი სამგზავრო თვითმფრინავებით ხდება. ვვარაუდობთ, რომ 2025 წელს ამ მიმართულებით ლურჯი მოცვის ექსპორტს გავასამმაგებთ“, - ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.
„აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და გურიაში 50 ჰექტარ მოცვის პლანტაციას აერთიანებს. კომპანიამ 2021 წელს პირველი მოსავალი - 50 ტონა მოცვი აიღო და ექსპორტზე გაიტანა. "აგრითაჩი" სრულ მოსავლიანობაში სამ წელში შევა და 300 ტონამდე მოცვის მოსავალს აიღებს. 2023 წელს სოფელ ჯუმათში სამაცივრე მეურნეობა „აგრითაჩი“ ამოქმედდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾1 მლნ-ია.
უახლესი