გიზიარებთ ბლოგს: Lululemon (LULU)-ის აქციების ფასმა კომპანიის მოგების ზრდის პროგნოზთან ერთად იმატა. ამასთანავე, კომპანია გეგმავს, მფლობელობაში მეტი აქცია დაიბრუნოს.
Lululemon (LULU)-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით მას შემდეგ, გაიზარდა, რაც კომპანიამ აქციების გამოსყიდვის პროგრამის ბიუჯეტი $1 მილიარდით გააფართოვა.
კომპანიის ანგარიში გასაჯაროვდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე, რაც Lululemon (LULU)-ის გაყიდვების ზრდის შენელებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ Lululemon (LULU)-ს ოპერირება გაზრდილი კონკურენციის პირისპირ უწევს, როცა ბაზარზე ახალი სპორტული ბრენდები ჩნდებიან (მათ შორისაა: Alo და Vuori).
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ბრენდზე ყოველდღიური მოთხოვნა მზარდი იყო, ბოლო კვარტლებში მისი გაყიდვების ზრდა შენელდა. ამასთანავე, მაისში, Lululemon (LULU)-მა გამოაცხადა, რომ მისი პროდუქტების მთავარი ხელმძღვანელი - სუნ ჩოი, კომპანიას ტოვებს. სიახლემ იმავე დღესვე განსაზღვრა აქციების 7%-ით ვარდნა. ჩოის წასვლამ ანალიტიკოსთა შეშფოთებაც გამოიწვია.
მიუხედავად სუსტი მატებისა, Lululemon (LULU)-მა გაყიდვების სტაბილური ზრდა აღნიშნა მის უდიდეს ბაზარზე, ამერიკაში, სადაც მან უოლ-სტრიტის მიერ ნაწინასწარმეტყველებ პროგნოზს აჯობა (მოგება თითო აქციაზე $2,54 იყო, მოსალოდნელი კი - $2,38 , ხოლო შემოსავალი $2,21 მილიარდი აღმოჩნდა, როცა მოლოდინის მიხედვით ის $2,19 მილიარდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო).
Lululemon (LULU)-ის წმინდა შემოსავალმა კვარტალში $321 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შედეგს - $290 მილიონს აჭარბებს.
ამერიკაში კომპანიის გაყიდვები მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და აღმასრულებელმა დირექტორმა კალვინ მაკდონალდმა კონტინენტზე გაუმჯობესების აუცილებლობაც აღიარა, განსაკუთრებით პროდუქტის ზომისა და ფერის კუთხით.
საერთო ჯამში, ანალიტიკოსების პროგნოზით, Lululemon (LULU)-ის სრული წლის პერსპექტივა ოპტიმისტურია, თუმცა, დაკვირვების ქვეშ რჩება ზრდის ტემპი. არ უნდა დაგვავიწყდეს მოდის ტენდენციაც, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ჯინსს ენიჭება და სპორტულ სამოსს სერიოზულ კონკურენციას უწევს.
Lululemon (LULU)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა