დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუკასის მეღვინეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ლუკასის მეღვინეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

11-04-2024 12:49:00

2013 წლიდან ღვინის მწარმოებელი ბუტიკური მარანი ,,ლუკასი", რომელიც  განსაკუთრებული ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს აწარმოებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ შერჩეული, საუკეთესო ყურძენი, რომლის ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ექსკლუზიური თვისებების მისაღებად ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში ძველდება, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს.

ლუკასის მეღვინეობა აწარმოებს მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს საფერავს სახით და სწორედ ამ სახეობის ექსპორტს კომპანია ევროპის და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

2020 წლიდან კომპანიამ პროდუქციის დივერსიფიკაცია მოახდინა და გახდა საქართველოში ისტორიული შამპანურის სახლის Louis Roederer-ს და ასევე Billecart-Salmon შამპანურის ექსკლუზიური იმპორტიორი. ხოლო 2023 წლიდან  კომპანია მექსიკური ტეკილას სახლის Clase Azul-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

„მივესალმებით ლუკასის მეღვინეობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ღვინის წარმოება, მისი პოპულარიზაცია და ექსპორტი მსოფლიოს გარშემო ეს ყველასთვის ცნობილია. ლუკასის მეღვინეობა ორიენტირებულია საფერავის წარმოებაზე და ასევე, საკმაოდ მსხვილი ბრენდების იმპორტიორია საქართველოში. მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტიანი და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები