დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლოპოტა სპა რეზორტი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - ინვესტიცია 9 400 000 ევროა

ლოპოტა სპა რეზორტი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - ინვესტიცია 9 400 000 ევროა

12-07-2024 16:00:00

Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი, თიბისის მხარდაჭერით, ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 

ახალი პროექტები თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 9 400 000 ევროთი დააფინანსეს

ენერგოეფექტური მასალებით აშენებული, 4-სართულიანი კორპუსი 86 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. კორპუსთან 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალოც მოეწყო

2000 კვ.მ-ის აკვა პარკის - Green Aqua-ს ტერიტორიაზე 9 ატრაქცია და ბუნგალო მოეწყო და ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა

სულ მალე გაიხსნება ჯაზ-კლუბიც, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. 

„ზაფხულის სეზონს წელსაც ტრადიციულად სიახლით შევხვდით და კავკასიონის მთის ძირას ახალი პრემიუმ კლასის, რიგით მე-16 საცხოვრებელი კორპუსი გავხსენით. წლების წინ, ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე მომავლის პროექტს ახასიათებდა და ამბობდა, რომ ეს იქნებოდა რეზორტზე ბინადარ ცხოველებთან ინტეგრირებული პირველი სასტუმრო.

დღეს კი, ზუსტად ამ იდეის განხორციელება არის ჩვენი ახალი მე-16 კორპუსი, სადაც ნებისმიერ კუთხეში შეიძლება შემოგხვდეთ პონი ჯენისი თუ ვირი სკარლეტი, აქვე- შენიშნავთ ირმებსა და ცხვრებს. გარდა ამისა, ახლოს მდგომი სკებიდან ჰაერში თაფლის სურნელი ტრიალებს, ხეხილის ბაღებიდან და ადგილობრივი ხე-მცენარეებით გაშენებული ტყიდან კი- ნიავს ცოცხალი შეგრძნებები მოაქვს“, - აცხადებენ Lopota Lake Resort & Spa-ს წარმომადგენლები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები