გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 14-18 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად პლიუსშია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.25% წინა კვირასთან შედარებით და +9.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 390 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.55 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.68% წინა კვირასთან შედარებით და +13.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 131 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.00 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 22 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +10.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.15 - 9.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი