დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად, საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად, საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა

04-03-2024 13:23:00

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 25-29 თებერვლის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად, თითქმის 10%-ით  საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 50.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.09% წინა კვირასთან შედარებით და +32.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 393 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.20 - 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.60% წინა კვირასთან შედარებით და +10.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.95 - 31.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.49% წინა კვირასთან შედარებით და +10.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 400 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.00 - 12.62 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები