დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლილესთან“ - რატომ უნდა ესტუმროთ იმერეთის რეგიონში გამორჩეულ რესტორანს

„ლილესთან“ - რატომ უნდა ესტუმროთ იმერეთის რეგიონში გამორჩეულ რესტორანს

17-09-2023 09:30:40

საოჯახო ბარ-რესტორანში ,,ლილესთან“  უქმეებიც ისევე გამორჩეულია, როგორც კვირის დანარჩენი დღეები. როგორც  რესტორნის დამფუძნებელი ლილე მაღლაფერიძე Business Insider Georgia-თან დასვენების დღეებში უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავთ.

ავთენტური იმერული კერძები, სასიამოვნო გარემო და პოპულარული იმერული ღვინოები სამი მთავარი მიზეზია, რის გამოც სტუმრებს ,,ლილესთან" ვიზიტი იზიდავთ. რესტორანი სტუმრებს ქართულ და ევროპული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს და სასიამოვნო გარემოში განტვირთვას ჰპირდება.

„მომსახურება, შეთავაზება და ფასები გვაქვს იდენტური კვირის სხვა დღეებთან შედარებით, თუმცა Weekend-ზე  აქ ყოველთვის  განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია კონცეპტუალური სივრცისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული ინტერიერი, ავთენტური იმერული კერძები და ასევე ,,ჩვენი ღვინის ბარათი", რომელიც მცირე საოჯახო მარნებისგან არის დაკომპლექტებული და  ნატურალურია.  აქტიურად ვთანამშრომლობთ ქეთი კვიჩიძესთან, რომელიც გასტრონომიაში ძალიან კომპეტენტურია, მის მიერ მოძებნილი ძველი რეცეპტების საშუალებით განახლდა „იმერული“, ამასთან, რამდენიმე სხვადასხვა  კერძი დავამატეთ მენიუში, ეს სივრცე ამ მხრივაც საინტერესოა", - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.

ერთადერთი, რაზეც რესტორნის დამფუძნებელი წუხს, ევროპელი ვიზიტორების სიმცირეა. .ტურისტებისთვის ჩვენი რესტორანი ყოველთვის გამორჩეული იყო. თუმცა წელს ევროპელი ვიზიტორების ნაკადი არის ძალიან მცირე.  წინა წლებში ლიდერობდნენ, ახლა მათი რიცხვი თვალშისაცემად  შემცირდა.

ამ ფაქტორს განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რადგან ევროპელი ტურისტისთვის იმერული ღვინო განსაკუთრებით საინტერესოა, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლებისთვის, რომლებიც აქაურობას სტუმრობენ", - დასძენს ლილე მაღლაფერიძე Business Insider Georgia-თან.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 80 000 ლარია. „ლილესთან“ სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. რესტორანს ძირითადად ოჯახის წევრები უძღვებიან, სადაც ყველას თავ-თავისი ფუნქცია აკისრია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები