ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი სიონის ტბასთან ელიტარულ დასასვენებელ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პროექტს ახორციელებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. როგორც კომპანია არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა, Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს იქნება საუკეთესო სამთო კურორტი ქვეყანაში.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე, სიონის ტბასთან. აი აქ, ამ ადგილზე შენდება Marriott-ის ჯგუფის ლუქს ბრენდის ობიექტი Le Meridien-ი, რომელიც 1,5 წელში გაიხსნება. ამ ეტაპზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იქნება საქართველოში საუკეთესო სამთო კურორტი“, - განაცხადა ილია წულაიამ.
როგორც წულაიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ პროექტს არქი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდ „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ახორციელებს.
ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით, სადაც ტბა, მთა და უნიკალური კლიმატი კურორტს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად ადგილად აქცევს.
„ლე მერიდიანისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს აპარტოტელებს, საერთაშორისო დონის სასტუმროსა და საცხოვრებელ ვილებს. ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს - Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა