დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა

ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა

12-04-2023 15:21:06

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლების გაზრდა და კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პოტენციალის გამოყენება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის პროექტი, ინოვაცია და ციფრული განვითარება და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს, ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები