ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
უახლესი
1 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი2 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა