დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარის კურსის გამყარება ექსპორტისთვის არახელსაყრელია, რასაც  ბიზნესი უნდა შეეგუოს - ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი

ლარის კურსის გამყარება ექსპორტისთვის არახელსაყრელია, რასაც ბიზნესი უნდა შეეგუოს - ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი

10-04-2023 15:20:08

ლარის კურსის გამყარების გამო ექსპორტიორ კომპანიებს შემოსავლები უმცირდებათ. მიუხედავად ამისა, ექსპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ ლარის ხელოვნურად შესუსტება უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ რამაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, სჯობს ბიზნესი არსებულ მდგომარეობას უნდა შეეგუოს.

„ეროვნული ვალუტის გამყარება ექსპორტს ხელს არ უწყობს, ვინაიდან შემოსავლები მცირდება. ეს ზოგადი პრობლემაა, რასაც ბიზნესი უნდა შეეგუოს. სხვა შემთხვევაში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს პროცესში და ლარის შესუსტების მექანიზმი აამუშაოს. ამან შეიძლება მეტი პრობლემა შექმნას.

ლარის გამყარება უფრო მეტად გლობალურად მიმდინარე პროცესების შედეგია. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, რეგიონში არსებული ვითარება, აშშ-ს ვალუტის პოზიცია, ამერიკისა და ევროპის ეკონომიკებში მიმდინარე პროცესები და სხვა, კურსზე მოქმედებს. ამ ყველაფერს ემატება შიდა ეკონომიკური ფაქტორებიც. საბოლოო ჯამში, ექსპორტი ზარალდება, რამდენადაც ლარი მყარდება, ზუსტად იმავე მაჩვენებლით მცირდება ჩვენი შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

მისი თქმით, ექსპორტთან დაკავშირებით კომპანიას პრობლემა არ აქვს,

„თელავის ღვინის მარნის“ პროდუქცია უკვე 34 ქვეყანაში გადის, თუმცა არასტაბილური ეკონომიკური ვითარების გამო გრძელვადიანი პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან დღემდე ლარი 6,43%–ით გამყარდა და 

ცნობისთვის, „თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან დღემდე ლარი 6,43%–ით გამყარდა და აშშ დოლართან მიმართებით 2,53 ნიშნულზეა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 წუთის წინ

19 წუთის წინ

40 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები