ლარის კურსი, შრომის ბაზარი და ბიზნესის გამოწვევები, ეს საკითხები „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა მიმოიხილა.
„დავიწყოთ ლარის კურსის გარშემო მიმდინარე მოვლენებით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ის მერყეობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ პერიოდის ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარის კურსთან მიმართებით, არ არის გამოწვეული არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორით.
ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ თუ რა ქმნის ლარის კურსს უცხოურ ვალუტასთან ამ შემთხვევაში დოლართან მიმართებით - ბაზარზე არსებული ვითარება, რომელიც ორი ვალუტის მოთხოვნასა და მიწოდებას შეეხება. ამ შემთხვევაში მოთხოვნა და მიწოდება, როდესაც ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ეს არის წმინდა ექსპორტი, ინვესტიციები, გადმორიცხვები, შემოსავლები ტურიზმიდან.
ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, რომ ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დაირღვეს. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ეკონომისტები ხშირად ამბობენ, „სხვა თანაბარ პირობებში“ ეს კურსი, რომელიც ახლაა, არარეალურია, ან წონასწორობას გაცდენილი.
ხაზი მინდა გავუსვა მოკლევადიან პერიოდში - არის ასეთი ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ფუნდამენტური ეს არის პანიკა, აჟიოტაჟი, როცა ხდება პანიკური და აჟიოტაჟური შესყიდვა ეს ნიშნავს ფუნდამენტური ფაქტორების გარეშე კურსის გადახრას. ანუ არ მოხდა ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის ცვლილება, უბრალოდ ამ დროს მოხდა ის, რომ აჟიოტაჟმა გამოიწვია კურსის მერყეობა“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის განმარტებით, როგორც წესი აჟიოტაჟური გადახრის შემდგომაც კი იგივე სისწრაფით, ერთ დღეში ან რამდენიმე საათში კურსი წონასწორობას ვერ უბრუნდება.
„შესაძლოა, დასჭირდეს გარკვეული ტიპის ჩარევა, როდესაც სებ-მა სწორედ რეზერვებიდან გამომდინარე მოახდინა გარკვეული თანხის მიწოდება ბაზარზე.
სებ-მა ზუსტად, პანიკის ჩასახშობად უზრუნველყო და 60 მლნ დოლარი მიაწოდა ბაზარს. ბუნებრივად ეს საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც იქმნება გარკვეული ტიპის კრიზისი სებ-ის მანდატი და ვალდებულებაა, რომ კრიზისის ჩასახშობად იმოქმედოს. როდესაც საუბრობენ თუ რატომ სჭირდება სებ-ს რეზერვები, რატომ სჭირდება სებ-ს რეზერვების დივერსიფიცირება, აი ამისთვის სჭირდება. სწორედ ამ დროს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, რომ არსებობს სებ-ი, რომელსაც აქვს რეზერვები და არაფერი არ ემუქრება მოქალაქეების უსაფრთხოებას. არაფერი არ ემუქრება ინფლაციას, ვინაიდან ხშირად აიგივებენ ხოლმე ერთმანეთთან ლარის კურს და ინფლაციას.
ეს ერთი და იგივე ცალსახად არ არის, ვინაიდან კურსმა შესაძლოა საშუალო ვადიან პერიოდში მოახდინოს ინფლაციაზე ზეწოლა და პროვოცირება, მაგრამ მყისიერად კურსის ცვლილება არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ინფლაციის ცვლილება სხვა ფენომენი. ინფლაცია არის, როდესაც ფასების საყოველთაო ზრდა ხდება, და ამ პერიოდისთვის ყველა ტიპის გათვლით მათ შორის სებ-ის გათვლებით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გათვლებით ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელს არ გასცდება.
რაც შეეხება კურსთან დაკავშირებულ გათვლებს, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების გათვლით საქართველოში წონასწორული კურსი საშუალოდ მერყეობს 2.70-ის ფარგლებში დოლართან მიმართებით. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლად მცურავ კურსზე ძალიან ძნელია თქვა, რომ ამ ფარგლებში იქნება, ვინაიდან თავისუფალი მცურავი კურსის ეფექტი და მოქნილობაც იმაშია, რომ ის თავისუფლად მოძრაობს საბაზრო წონასწორობიდან გამომდინარე, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ფუნდამენტურ ფაქტორთა შეწონილ მაჩვენებლებს გამოვიყენებთ და ვიტყვით, თუ რა ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს დღეს კურსზე და ვიტყვით, რომ დიახ, დღეს დაფიქსირებული კურსი და აღარაფერს ვამბობ გუშინ დილის კურსზე არის არარეალური თუმცა წონასწორობას უახლოვდება. წონასწორობისკენ დაიწყო მოძრაობა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სებ-ი ჩაერია და სებ-მა კიდევ ერთხელ აჩვენა და მისცა ნიშანი ბაზარს, რომ რეგულატორი არის მოწოდების სიმაღლეზე.
რეგულატორის სიმაღლეზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ბაზარს აქვს ნიშანი, რომ არ უნდა იყოს პანიკა. ან უფრო მსხვილი აქტორები არ იქნებიან პანიკის ქვეშ. ვინაიდან პანიკა გადამდებია. ვინ ზარალდება პანიკის დროს? პანიკის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან ფიზიკური პირები, ვინაიდან ფიზიკური პირები ამ შემთხვევაში უფრო მოწყვლადი ჯგუფია. შესაბამისად დანაკარგები ფიზიკური პირებისთვის არის უფრო მაღალი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ კვირაში ჩვენ რეალურ, წონასწორობის მაჩვენებელთან ახლოს მივალთ. ეს არის ყველა იმ არსებული მოცემულობით, რომელიც ამ პერიოდი გაქვს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
„გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, რომელიც შეეხება კორელაციას განათლებასა და დასაქმებას შორის. საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ამ კუთხით, გვაქვს ერთგვარი პარადოქსული ვითარებაც, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევა უმუშევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავ, რომ ბიზნესი მუდმივად საუბრობს ცალკეულ შემხვევებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე სხვადასხვა მიმართულებით.
მიმდინარე კვირაში უმუშევრობის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს სტატისტიკა აჩვენებს, რომ კაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალებში და 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია. საქართველოში გამოიკვეთა დარგები, სადაც უფრო მეტად მაღალია ხელფასი, ანუ უფრო მეტი ანაზღაურებაა. მათ შორის გამოკვეთილია IT სექტორი. ამ შემიხვევა საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ანაზღაურება რელოკაციით შემოსული კომპანიებიდან გამომდინარე. ასევე გვაქვს საფინანსო-საბანკო სექტორი და ასევე მშენებლობის სექტორი. ბუნებრივია და ლოგიკურად უნდა გაჩნდეს მოთხოვნა აღნიშნულ მიმართულებაზე, ანუ უნდა ვისაუბროთ აქ კომუნიკაციის გაძლიერებაზე ბიზნეს სექტორსა და განათლების სექტორს შორის.
სასტუმროების, მშენებლობისა და სარესტორნო ბიზნესებში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში პოზიტიური ტენდენციაა და ზრდა შთამბეჭდავია.
რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი? ეს სექტორი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ სამუშაო ძალისა და სპეციალისტების ნაკლებობაა. აქ ჩნდება კითხვა, რომ თუ უმუშევრობის კოეფიციენტი დაბალია, რატომ გვაქვს მაშინ პრობლემა ამ მიმართულებით?
როდესაც სამუშაო ძალის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, აქ იკვეთება პრობლემა, რომ არ გვაქვს მიწოდება განათლების შესაბამისად. აქ უნდა ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე. საქართველოში კვლავ მაღალია უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ ნდობა იზრდება პროფესიული განათლების მიმართულებითაც“,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი