დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

18-12-2024 12:30:00

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე - სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე - სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების  მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები