2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 4,957.56 ათასი დოლარის ღირებულების 7,754.95 ტონა ახალი ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობა კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 10%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის 7 თვეში ექსპორტზე 8 591.01 ტონა ვაშლი გავიდა.
წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთზე მოდის.
7 თვეში საქართველომ რუსეთში 7,432.31 ტონა ვაშლი გაყიდა. მეორე ადგილზე სომხეთი, სადაც წელს 174.86 ტონა ქართული ვაშლი შევიდა, ხოლო მესამეზე ყაზახეთი, სადაც 79.19 ტონა საქართველოში მოწეული ვაშლი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ვაშლი ექსპორტზე სულ 5 ქვეყანაში გაიტანა.
ვაშლის ექსპორტის კუთხით რეკორდული 2021 წელი იყო, როდესაც საზღვარგარეთ 15,539.85 ტონა ახალი ვაშლი გადაიზიდა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა