დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში, წყალმომარაგების სისტემაზე მოსახლეობის 71.5%-ია მიერთებული - საქსტატი

ქვეყანაში, წყალმომარაგების სისტემაზე მოსახლეობის 71.5%-ია მიერთებული - საქსტატი

28-06-2023 10:29:54

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.67 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 71.5%), რაც 1.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63 მილიონი ადამიანი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 27 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 208.0 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1.0%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (210.1 კუბური მეტრი).

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.96 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი)  3.1%-ით აღემატება. 

2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.49 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.36 მილიონი) აღემატება 9.6%-ით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები