ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 533,382 აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, რაც თვიურ ჭრილში 4%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი 6%-ით.
იანვრის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათებიდან VISA-ზე მთლიანი საკრედიტო ბარათების 24%-ია, ხოლო Mastercard-ზე 13%-ი.
როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა125,894 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 68,230 ბარათი.
ხოლო 339,258 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 30%-ით.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება