დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციები 12%-ით გაძვირდა

კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციები 12%-ით გაძვირდა

29-10-2024 14:40:00

კომპანია Tesla-მ მესამე კვარტალში მოგების შესახებ განაცხადა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. საფონდო ბირჟების გახსნამდე Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა, წერს CNBC.

მესამე კვარტალში Tesla-მ თითო აქციაზე 72 ცენტის მოგება აჩვენა, მაშინ როდესაც გათვლა 58 ცენტზე კეთდებოდა. კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა ამ პერიოდის განმავლობაში 25.18 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია პროგნოზირებულ 25.47 მლრდ დოლარიან შემოსავალზე.

ირკვევა, რომ მესამე კვარტალში კომპანიის მოგების ზრდა საავტომობილო ინდუსტრიაში მარეგულირებელი კრედიტების გაყიდვამ განაპირობა, რომელმაც საანგარიშო  739 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებლებს მოეთხოვებათ ყოველწლიურად მიიღონ გარკვეული რაოდენობის მარეგულირებელი კრედიტები. თუ ისინი ვერ მიაღწევენ მიზანს, მათ შეუძლიათ იყიდონ კრედიტები ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Tesla, რომელსაც აქვს კრედიტების ჭარბი რაოდენობა, რადგან ის მხოლოდ ელექტრო მანქანებს აწარმოებს.

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა თქვა, რომ ავტომობილების წარმოება მომავალ წელს 20%-დან 30%-მდე გაიზრდება, უფრო ხელმისაწვდომი მოდელებისა და ავტონომიის მიღწევების წყალობით. მან ასევე ისაუბრა 2025 წლისთვის ტეხასსა და კალიფორნიაში უპილოტო ტაქსის სერვისის გაშვების გეგმებზე.

Tesla-მ თქვა, რომ Cybertruck გახდა მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი შეერთებულ შტატებში, საერთო ჯამში აღნიშნული მოდელის ელექტრომობილი მესამე კვარტალში 16000-ზე მეტი ერთეული გაყიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები