საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისევე როგორც მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, ყველა სექტორში დადებითად შეფასდა.
პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები, ასევე, საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.
2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.
სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა, განსაკუთრებით მძაფრად დასახელდა მშენებლობის სექტორის მიერ, რადგან ქვეყანაში არსებული, მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა დააფიქსირა თანამშრომელთა შემცირება მესამე კვარტალში, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი, ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა ყველაზე კრიტიკული მიმდინარე კვარტალში.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემას, აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში 19 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებიდან, მარეგულირებელი გარემო, რომელიც წინა კვარტალში 88%-ს შეადგენდა, მიმდინარე კვარტალში 28 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა, ხოლო სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული საკითხები 7% და 5%-ით გამწვავდა, შესაბამისად.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 45% საუბრობს, რაც 9%-ით ნაკლებია წინა კვარტლის მონაცემებზე.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი