ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
,,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ჩვენს მგზავრებს სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზოთ. ამავე დროს, საშუალებას ვაძლევთ ქართულ სტარტაპებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. Roamingo საშუალებას აძლევს ჩვენს მგზავრებს, უშუალოდ ტურისტებზე მორგებული და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტები შესთავაზოს. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული სტარტაპი ჩვენი აეროპორტის მგზავრებს ევროპაში გამგზავრებისას 10 დღიან აქციას სთავაზობს და ფასდაკლების ვაუჩერების, ასევე სხვადასხვა ბონუსების გაცნობა მათ გაფრენის დარბაზში განთავსებულ კომპანიის სტენდთან შეეძლებათ.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე, Roamingo-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.
უახლესი
2 საათის წინ
„კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს