ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 2 მლნ-მდე მგზავრის მიღებას პროგნოზირებს.
როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს, 2024 წელს უნდა აშენდეს თელავის ახალი აეროპორტი და ასევე უნდა დაიწყოს ქართული ავიაციის ახალი ეტაპისათვის მზადება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.
„ევროპაში, აქვთ ტრადიცია, წინასწარ ჩაიფიქრონ ან დაწერონ რისი მიღწევაც სურთ.
მეც გადავწყვიტე წინასწარ გავწერო 2024 წლის ბოლომდე თუ რა უნდა გაკეთდეს.
2023 წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი აღმოჩნდა.
მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა უმასპინძლა 1’700’000 მგზავრს. შესაბამისად 2024-ში ჩვენ უნდა ავიდეთ 2 მილიონამდე.
ასევე 2024-ში უნდა ავაშენოთ თელავის ახალი აეროპორტი.
და რაც ყველაზე მთავარია, უნდა დაიწყოს ქართული ავიაციის ახალი ეტაპისათვის მზადება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.
საქართველო უნდა გახდეს რეგიონის საავიაციო ჰაბი!“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქარქაშაძე.
უახლესი