დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

01-08-2024 18:14:00

,,აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავითაღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციისაქციაში ჩაერთნენ.

ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა დაპაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება.  ,,სისხლის ცენტრიმთელი საქართველოსმასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის.

ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია , რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით აძლიერებს  იმუნურ სისტემასსისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოსმნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციისპარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი / რეზუსი და ჰემოგლობინის დონე , ხოლოდონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაცთანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენდონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის  სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები