დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურორტ გომარდულის განვითარებისთვის მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

კურორტ გომარდულის განვითარებისთვის მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

09-10-2024 17:00:00

კურორტ გომარდულის განვითარებისთვის მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს მხრიდან პროექტი თითქმის მზადაა და კურორტზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი მალე გამოცხადდება. თუმცა გარდა სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტორებისა, სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთანაც მართავს მოლაპარაკებებს და ამ ეტაპზე მათგან უკუკავშირის მოლოდინშია.

„გარდა ზამთრის ტურისტული შესაძლებლობებისა გომარდულს აქვს უნიკალური ლოკაცია. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 1100 მეტრ სიმაღლეზეა და იდეალური ადგილია სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის და შესაბამისად, 4 სეზონზე ვფიქრობთ გომარდულის პოტენციალის განვითარებას. გვქონდა შეთავაზება ინვესტორებთან და მათგანაც ველოდებით უკუკავშირს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ქართველ ინვესტორებზე და საკმაოდ ცნობილ, ფინანსური რესურსის და რაც მთავარია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც სათანადო ხედვა გააჩნიათ“, - აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.

კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მ.-ზე მდებარეობს. ის შუახევის ცენტრიდან 8 კმ.-ითაა დაშორებული, ბათუმიდან კი 65 კმ.-ით. პირველი თოვლი გომარდულში ნოემბერში მოდის და აპრილამდე გრძელდება, მისი სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრს აღწევს.

კურორტზე მოქმედებს კოტეჯები, რომლებიც აღჭურვილია ყველა პირობით. არის  კვების ობიექტი, ასევე მოქმედებს საოჯახო სასტუმრო სახლები, რომლებიც ვიზიტორებს ტრადიციული აჭარული კერძებით გამასპინძლებას სთავაზობს. კურორტ გომარდულში  ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ იოგის გაკვეთილები.

​დამსვენებელთა განკარგულებაშია 300 მ. სიგრძის სასრიალო ტრასა და ხელის საბაგირო, სათხილამურო მოწყობილობასაც ადგილზე დაიქირავებთ. გომარდულში ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა (ამ ეტაპზე მომსახურება შეჩერებულია).
კურორტი გომარდული წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ვიზიტორებს, აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ბუნებით. კურორტზე შესაძლებელია იოგის გაკვეთილებზე დასწრება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები