დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქსელურ მარკეტებში შესვლა პრობლემაა, საექსპორტო მიმართულებას ვაძლიერებთ - „ხილარი“

ქსელურ მარკეტებში შესვლა პრობლემაა, საექსპორტო მიმართულებას ვაძლიერებთ - „ხილარი“

21-09-2023 18:30:36

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ხილარი • Khilari სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციას ვერ ჰყიდის.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ Business Insider Georgia- თან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ის პირობები, რასაც რითეილ სექტორი ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქტის დახლებზე განთავსების სანაცვლოდ ითხოვს.

,,ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად ჰორეკა სექტორში ვართ წარმოდგენილი. ჩვენი აქტიური მომხმარებლები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია, სადაც მთავარი ნიშა გვიჭირავს. სწორება მაინც ექსპორტზეა, ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გავაძლიეროთ პოზიციები და გეოგრაფიული არეალი გავაფართოოთ, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვაქვს.

ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს გარკვეული პრობლემა ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომის კუთხით, რის გამოც რეალიზაცია ვერ ხერხდება. სუპერმარკეტებში შესვლა რეალურად დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ კაბალური პირობები აქვთ, არარეალურად მაღალი გადასახადები, რის გადახდაც ბიზნესს არ უღირს. მაღალი სტანდარტი გამოგვარჩევს, რაზეც გლობალურ ბაზრებზე დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებას ვაძლიერებთ“, - აცხადებს თამაზ კაკუშაძე.

რაც შეეხება ექსპორტს, ,,ხილარის“ წვენები წარმატებით იყიდება კანადაში, ბალტიისპირეთი ქვეყნებში და სხვა. უახლოეს პერიოდში პროდუქტი გავა უზბეკეთშიც, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

ცნობისთვის, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე საწარმოში 10 ადამიანი მუშაობს. სეზონზე კი დამატებით 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები