დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკის მონაწილეობა და მხარდაჭერა, ისე ბიზნესს ვერავინ აკეთებს - ლაშა პაპაშვილი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკის მონაწილეობა და მხარდაჭერა, ისე ბიზნესს ვერავინ აკეთებს - ლაშა პაპაშვილი

25-07-2024 19:00:00

Halyk Bank-ი, როგორც სანდო ფინანსური ბიზნესპარტნიორი, ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელმაც “ყვარლის ბაგა"-ს შექმნის იდეა 5,000,000 ევროთი დააფინანსა და ბიზნესის განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად მოხდა „ყვარლის ბაგა“-ს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების მიერ.

“ყვარლის ბაგა” არის საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სტანდარტების მქონე რძის მწარმოებელი კომპანია და გვეამაყება, რომ წვლილი შეგვაქვს, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის, ასევე აღნიშნული ბიზნესი განვითარებაში.

„ჩვენ ერთ-ერთი ფლაგმანი ვართ ამ სფეროში, არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში. გამოწვევა იყო ის, რომ ინდუსტრიული რძე აღარ არსებობდა. საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ აღარაფერი აღარ შექმნილა. ინდუსტრიული დასავლური ფერმა საქართველოში აღარ ყოფილა. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ამ სფეროში და მოვახერხეთ, რომ 1500 სულამდე ავედით.

დავიწყეთ 100 სულით და შემდეგ Halyk Bank Georgia-ს დახმარებით სწრაფად გავიზარდეთ 1000 სულამდე და დღეს უკვე 1500 მეწველ ძროხა გვყავს და 3 უმსხვილეს გადამამუშავებელს ვაწვდით რძეს. ბიზნესმენები ვართ და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკის მონაწილეობა და მხარდაჭერა, მის გარეშე ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება ბიზნესები, მხოლოდ კაპიტალით ბიზნეს ვერავინ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ბანკი არ წამოვიდა, რადგანაც სოფლის მეურნეობა და თან ეს მესაქონლეობა იმდენად რისკიანად ჩათვალა ყველამ და არ უნდოდათ ამაზე გარისკვა. Halyk Bank-ი იყო ერთადერთი ვინც თავიდანვე წამოგვყვა ამ პროექტში. ამ შემთხვევაში როდესაც 2 მსხვილი ბანკი თამაშობს ბაზარზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩემთვის, ზოგადად ბიზნესსფეროს აზრიც ვიცი ამ კუთხით, რომ მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს და ერთ-ერთი ამ კუთხით არის Halyk Bank, რადგანაც მეტი კაპიტალი აქვს და დედა კომპანიაც უმსხვილესია და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მათ. ამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ Halyk Bank-ის მერე ჩვენთან წამოვიდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსება. მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, რადგანაც Halyk Bank-მა 5 მლნ ევროთი დაგვაფინანსა, 2 მლნ იყო EBRD და ამის შემდეგ IFC-იც წამოვიყვანეთ და მათაც დადეს 2 მლნ. უკვე შევკარით დაფინანსების ისეთი წრე, რომ პროექტი გადარჩა.

ჩვენ გვაქვს ებრაული ტექნოლოგიები. ანუ ნახირის მართვის დარბაზი, რაც გულია ამ ბიზნესი,  არის ისრაელის წარმოების. შესაბამისად მოვიწვიეთ ისრაელელი მენეჯერი, რადგანაც ამ ბაზარზე შესაბამისი კადრის პოვნის შანსი არ იყო. 7 წელი მართავდა ისრაელელი მენეჯერი საწარმოს და ახლა უკვე ჩვენი ძალებით ვმართავთ“, - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, რომლის „რედიქს ჯგუფშიც“ შედის „ყვარლის ბაგა“. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები