წელს მთელს მსოფლიოში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, შესაბამისად გამონაკლისი არც საქართველოა. ცხელ თვეებში კი მოთხოვნა იზრდება გაგრილების სისტემებზე და ვინც კონდიციონერი ცხელი პერიოდის დაწყებამდე არ შეიძინა, უკვე ცხელ სეზონში უწევს მისი შეძენა და მონტაჟი.
კონდიციონერი დღეისათვის ბინებში, სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში კლიმატური პირობების ოპტიმიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობად მიიჩნევა. ის ასევე გამოიყენება შენობებში არასასურველი ნაწილაკებისაგან ჰაერის გასუფთავებისათვის.
როგორც Business Insider Georgia-ს გორგიაში განუცხადეს, ზაფხულის სეზონზე მათ ქსელში კონდიციონერების გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა და ამ ზრდამ 50%-ი შეადგინა.
გორგია საკუთარ მომხმარებლებს ოთხი ბრენდის კონდიციონერებს სთავაზობს, ესენია: BAUF, GENERAL KIT, MIDEA და skyworth.
თავად კედლის კონდიციონერების ღირებულება გორგიაში 599 ლარიდან იწყება და 1 889 ლარს აღწევს.
საქსტატის მიხედვით ქვეყანაში ჰაერის კონდიცირებისათვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი მზარდია. 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 33,412.36 ათასი დოლარის ჰაერის კონდიცირებისათვის საჭირო მოწყობილობები შეიძინა, ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,5%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს პირველ ადგილზე ჩინეთი, მეორეზე თურქეთი, ხოლო მესამეზე სინგაპურია.
2024 წლის ხუთ თვეში ქვეყანაში ჰაერის კონდიცირებისათვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი სულ 30 ქვეყნიდან დაფიქსირდა.
უახლესი