დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიის საცალო გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა, წარმოებაში დავამატეთ წინდების ხაზი - „ნიკოლი“ 6 თვის შედეგებზე

კომპანიის საცალო გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა, წარმოებაში დავამატეთ წინდების ხაზი - „ნიკოლი“ 6 თვის შედეგებზე

08-08-2024 11:00:00

მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით, ბრენდის საცალო გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა და პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მეწარმეს აქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი წარმოებისა და გაყდვების თვალსაზრისით წარმატებული იქნება. 

„იზრდება წარმოება და სრულფასოვანი მაღაზიის კონცეფციაზე გადასვლა იგეგმება, ვეძებთ ფინანსურ რესურსს. სიახლე გვაქვს ასევე, ის რომ წარმოებაში ჩაეშვა სასკოლო კოლექცია და დავამატეთ წინდების ხაზიც. რაც შეეხება ფეხსაცმლის ხაზს, ნიმუში უკვე მზად არის“, - განაცხადა მეწარმემ.

ამ დროისთვის „ნიკოლის“ პროდუქცია წარმოდგენილია დუბაისა და ინგლისის ბაზრებზე. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები