ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ ახალი პროდუქტის წარმოებას იწყებს, რომელიც ასევე ჯანსაღი და სასარგებლოა, სასმელი ფუნქციური დანიშნულებისაცაა და კომპანია დასაწყისისთვის ბაზრზე 4 ახალ არომატით შემოვა. ამის შესახებ Business Insider Georgia- ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.
ამ დროისთვის „ჰენკა“ „კომბუჩას“ 8 განსხვავებული არომატით აწარმოებს, ესაა კლასიკური კომბუჩა, ვაშლი-დარიჩინი, უშაქრო -კომბუჩა, მოცვი-ლაიმი, ჟოლო- ქინძი, ჯინჯერი-ლაიმი, მარაკუია-ჯინჯერი და საბავშვო როიბუშზე დამზადებული „კომბუჩა“ მარწყვი.
ამასთან ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ „ჰენკა“-ს კომმუჩას გაყიდვები რეგიონებში დაიწყო და მასზე მზარდი მოთხოვნის გამო დასავლეთ საქართველოს ათვისებაც მოახდინა. კომპანია „ჰენკა“ უახლოეს მომავალში ექსპორტსაც განიხილავს.
„„ჰენკა“ ასევე აწარმოებს ალკოჰოლურ „კომბუჩა“-ს ჯინის ბაზაზე, რომელიც როგორც საცალო, ასევე ჰორეკა სექტორშიცაა წარმოდგენილი. კომბუჩა“ ჩაის ფერმენტაციით მიღებული პრობიოტიკული სასარგებლო და ჯანსაღი სასმელია და შესაბამისად მოთხოვნა მასზე მზარდია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჰენკას“ ქარხანა მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში მდებარეობს. საწარმოს გადაიარაღებას 4 მლნ. ლარის ინვესტიცია დასჭირდა.
ამ დროისთვის „ჰენკას“ წარმადობა 5 000 ბოთლია საათში. „ჰენკა“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით გადაიარაღდა.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება