დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს 400 მლნ ლარის დეპოზიტს დაუბრუნებენ

კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს 400 მლნ ლარის დეპოზიტს დაუბრუნებენ

18-07-2023 16:04:45

18 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.5100 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 19 ივლისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  400 მილიონი ლარის დეპოზიტს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები