დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კლიმატის ცვლილების გამო ევროპამ შესაძლოა სვიის მარაგის მეოთხედი დაკარგოს - რა ელის ლუდის ბაზარს

კლიმატის ცვლილების გამო ევროპამ შესაძლოა სვიის მარაგის მეოთხედი დაკარგოს - რა ელის ლუდის ბაზარს

13-10-2023 10:00:21

კლიმატის ცვლილებამ, რომელიც ტემპერატურის ზრდას და წყლის ხელმისაწვდომობის შემცირებას იწვევს, შესაძლოა 2050 წლისთვის ევროპის სვიის მოსავლის 12-35%-ის დაკარგვა განაპირობოს. რაც თავის მხრივ ლუდის გემოზე მოახდენს გავლენა. აღნიშნულის შესახებ სამეცნიერო ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომიდან ირკვევა. 

„ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით, სვიის მოსავლიანობის შემცირება მერყეობს 12%-დან 35%-მდე 2021-დან 2050 წლამდე პერიოდში ევროპის ყველა მთავარ რეგიონში, სადაც  სვია მოჰყავთ, მათ შორის მკვეთრი კლება იქნება სლოვენიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში” - აცხადებენ მკვლევრები.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მოსავლიანობის ზომიერი კლება გავლენას მოახდენს ჩეხეთზე, გერმანიასა და პოლონეთზე.

მოსავლის სავარაუდო შემცირების მთავარ მიზეზად მეცნიერებმა დაასახელეს ტემპერატურის მატება და კულტურების სარწყავი წყლის ნაკლებობა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სვიის უმაღლესი ხარისხის ჯიშები იზრდება შედარებით მცირე რეგიონებში, ამიტომ არსებობს სერიოზული რისკი, რომ მოსავლის დიდ ნაწილი მომავალში სერიოზულად დაზარალდეს პერიოდული სიცხისგან ან გვალვისგან.

იმავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო გამძლე სვიის ჯიშების გაჩენა. თუმცა ამინდის პირობების შეცვლა ლუდის გემოზეც აისახება, რისთვისაც მხოლოდ მაღალი ხარისხის სვია არის საჭირო.

შესაძლო ზარალის ასანაზღაურებლად ექსპერტები გამწვანებული  ფართობის 20%-ით ზრდის რეკომენდაციას იძლევიან.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები