დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კიკეთის ფერმაში“ სამუშაო სივრცე „გალერეა“ გაიხსნა

„კიკეთის ფერმაში“ სამუშაო სივრცე „გალერეა“ გაიხსნა

05-10-2024 13:53:00
კიკეთის ფერმის სიმწვანეში გაიხსნა სივრცე “გალერეა”, რომელიც სტუმრებს სთავაზობს როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ასევე მრავალფეროვან ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებს.
 
„ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი ხედვა, საინტერესო იდეები. გალერეა პერიოდულად მასპინძლობს გამოფენებს, ვორქშოფებს, საჯარო ლექციებს, მუსიკალურ საღამოებსა და კორპორაციულ შეხვედრებს.  სივრცე გამოირჩევა თანამედროვე და XIX საუკუნის ქართული არქიტექტურის სინთეზით. გარდა ამისა, გალერეაში წამყვან ხასიათს ქმნის XIX-XX საუკუნეების ღუმელები ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან“,- აცხადებენ „კიკეთის ფერმაში“
 
სულ მალე ფერმაში გაიხსნება ოდა სახლების კომპლექსი - ‘’სოფელი”. ეთნოგრაფიული სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოტანილი. მათი ნაწილი უკვე აწყობილი და რესტავრირებულია.
 
„თითოეული ოდა სახლი ადგილობრივ ბუნებასა და ლანდშაფტზეა მორგებული. მათი არქიტექტურული იერსახე XIX საუკუნის ქართული ტრადიციული ელემენტებისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს. ოქტომბრიდან, ოდა სახლები სასტუმროს სახით მიიღებს სტუმრებს“, - აცხადებენ „კიკეთის ფერმაში“

„კიკეთის ფერმის“ შესახებ: თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, 1100 მეტრზე, საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეითავსა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ. ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს: მარანი, თავლა, აბანო, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, რესტორანი, კაფე “სლინკ ფერმა”, კაფე “ორანჟერეა”, რესტორანი “ნეითივი”, იოგა სახლი, სასტუმრო „იპოდრუმი“, სასტუმრო კონტეინერი და ორი სახლი ხეზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები