დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს - გიორგი აბაშიშვილი

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს - გიორგი აბაშიშვილი

11-06-2024 13:00:00

მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ღიაობა და მზადყოფნა ფართო დიალოგისთვის, რეფორმები, რომელიც სამინისტროს მხრიდან არის განხორციელების ან დაგეგმვის პროცესში იყოს სრულ სრულ კოორდინაციაში და გათვალისწინებული იქნა კერძო სექტორის მოსაზრებები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა მე-14 ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის მთავარი თემაც ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და მიღწევები იყო. ფორუმის მთავარი სპიკერი კი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იყო. 

„ეკონომიკური ფორუმის მე-14 დისკუსიის ფარგლებში ვუმასპინძლეთ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი გოგოა. ჩვენ ვისაუბრეთ ჯანდაცვის გამოწვევებზე, კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობაზე. დიდწილად საუბარი შეეხო ასევე დაზღვევის მიმართულებით გარკვეულ საკითხებს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით საინტერესო იყო  დისკუსია მინისტრსა და კერძო და აკადემიურ სექტორს შორის. ბატონმა მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დღეს სექტორის წინაშეა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა და გამოჩნდა, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად მხარს უჭერს მინისტრის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს და კერძო სექტორი გამოთქვამს მზაობას მაქსიმალური ჩართულობისათვის. თავის მხრივ ბატონმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ღიაობა და მზადყოფნა ფართო დიალოგისთვის, რეფორმები, რომელიც სამინისტროს მხრიდან არის განხორციელების ან დაგეგმვის პროცესში იყოს სრულ კოორდინაციაში და გათვალისწინებული იქნა კერძო სექტორის მოსაზრებები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები