უკანასკნელ დროს კვლავ გააქტიურდა კიბერთაღლითობის რამდენიმე სცენარი: ერთ შემთხვევაში გარკვეული მიმზიდველი წინადადებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს მოტყუებით აიძულებენ აპლიკაციის ჩატვირთვას და მოწყობილობაზე წვდომის მიცემას; ხოლო, მეორე შემთხვევაში - საფოსტო გზავნილის მიღების ან დადასტურებისთვის მომხმარებელს აიძულებენ მავნე ბნულით ყალბ ვებ-გვერდზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების შეყვანას. მსგავსი თაღლითური სქემების თავიდან ასაცილებლად, გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რჩევა.
📌 არასდროს მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე უცნობ პირს, არ დაეთანხმოთ ეკრანის გაზიარებას და არ მიაწოდოთ უნიკალური დაგენერირებული კოდი.
📌 ხშირად გვხვდება სხვადასხვა კერძო კომპანიის სახელის გამოყენებით დასაქმების ყალბი კამპანიები და შეთავაზებები. თუ მიიღეთ დასაქმების სახარბიელო შეთავაზება, აუცილებლად მოიძიეთ კომპანია საძიებო სისტემით და კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან ღიად მისაწვდომ საკონტაქტო ნომერზე გადაამოწმეთ შეთავაზების ნამდვილობა.
📌განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე: მსგავსი შეთავაზების უმეტესობა დიდი ალბათობით ყალბია და შესაძლოა შეთავაზების სარგებლობისთვის საბარათე მონაცემების გაზიარებას, გარკვეული აპლიკაციის გადმოწერას, ეკრანის გაზიარების მოთხოვნას და სხვა უფლებების მიცემას. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოთხოვნებს უცნობისგან.
📌გახშირებულია საფოსტო გზავნილის მიღების ან გზავნილის დეტალების დაზუსტებისა თუ დადასტურების მოთხოვნით SMS შეტყობინებები, სადაც მოცემულია მავნე ბმულები და მიმღებისგან ითხოვენ ამ ბმულებზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების გაზიარებას. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოწოდებებს, საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენთვის ნაცნობ სივრცეში, როგორიცაა საფოსტო გადაზიდვის კომპოანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თქვენი პირადი კაბინეტი.
📌მუდმივად განაახლეთ თქვენი ყველა მოწყობილობის (სმარტფონი, ლეპტოპი, სამუშაო კიმპიუტერი) ოპერაციული სისტემა და აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროდან.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი