დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვალიდან, მესტიაში ზაფხულის სეზონი იხსნება

ხვალიდან, მესტიაში ზაფხულის სეზონი იხსნება

07-06-2023 13:00:33

მესტიაში ზაფხულის სეზონი იხსნება. როგორც M.T.A Mestia-ში განმარტავენ, 8 ივნისიდან, ჰაწვალისა და ზურულდის საბაგიროები, ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს.

აბონემენტის შეძენა შესაძლებელია კურორტის სალაროში. ხოლო თუ გასული სეზონებიდან მულტიქარდი შემოგრჩათ, 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას ამავე ბარათზე შეძლებთ.

„დაგეგმეთ შვებულება მესტიაში, აღმოაჩინეთ სვანეთის მთების სილამაზე, გასტრონომია და უძველესი კულტურა“, - აცხადებენ M.T.A Mestia-ში. 

ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი მესტიაში, ზურულდის მთაზე:
✅ გონდოლას ტიპის, 10 ადგილიანი,
✅გამტარუნარიანობა - საათში 1800 მგზავრი,
✅სიგრძე - 1421 მეტრი.

სვანეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში მზარდია. როგორც Business Insider Georgia-ს ტურისტულ კომპანია  Mix travel georgia-ში განუცხადეს, სვანეთის მიმართულებით ძირითადად 3-დღიანი და 5-დღიანი ტურების ორგანიზება ხდება.

3-დღიანი ტურის ღირებულება 159 ლარია, ხოლო 5 დღიანის  249 ლარი, ფასი მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებასა  და სასტუმროს.

როგორც  Mix travel georgia-ში აცხადებენ სვანეთის ტურებზე მოთხოვნა პიკს ივლისის შუა რიცხვებში აღწევს და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

იგივე თემაზე: 

როგორია მოთხოვნა და რა ღირს სვანეთის ტურები

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები