დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ნაყინის ჩხირებსაც ამზადებს აუქციონზე იყიდება

ხის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ნაყინის ჩხირებსაც ამზადებს აუქციონზე იყიდება

04-01-2024 11:00:00

ხის გადამამუშავებელი საწარმო აუქციონზე იყიდება. 16 იანვარს ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე  შპს "ქეი ემ დი - კალამედიქალ"-ის მთლიანი აქტივი იყიდება. აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება, ფასდაკლებით, 87290  ლარიდანაა. 

გარდა საწარმოს მთლიანი აქტივისა მყიდველს გადაეცემა ასევე  გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული საწარმო.

აუქციონზე გამოტანილი ქონება წარმოადგენს ხისგან დამზადებული ენის დეპრესორების და ნაყინის ჯოხების საწარმოო ხაზს. საწარმოო ციკლი წარმოდგენილია მანქანა დანადგარებით რომლებიც უზრუნველყოფენ საბოლოო მზა პროდუქციის წარმოებას საწყისი ნედლეულისგან ( ხის მორები ) საწარმოო ციკლი მოიცავს:

1.ხის მორების ( შესაბამისი სიგრძისა და სისქის დიაპაზონში) მოხარშვას, შესაბამისი ტემპერტურული რეჟიმითა და შესაბამისი დროის განმავლობაში სასურველ კონდიციამდე. 2.მოხარშული ხის მასალისგან, Double Segment Rotary Cutting Machine - ზე ანათალის (შპონის) მიღება, თითოეული პროდუქციისთვის განსაზღვრული სისქის, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია სურვილის მიხედვით.
3.ანათალი ფირფიტების გატარება spatula maker/ice cream stick making machine - ში და  ნედლი პროდუქციის მიღება.
4.ნედლი პროდუქციის მოთავსება tongue depressor dryer&polisher/wood ice cream stick polishing machine - ში, სადაც უკვე ხდება პროდუქციის საბოლოო სახის მიცემა, გამოშრობისა და პოლირების შედეგად.

საბოლოო პროდუქტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: სამედიცინო დაწესებულებები, ამბულატორიები, სტაციონარები, სამედიცინო ინვენტარის დასახარჯი მასალების დისტრიბუტორი ფირმები, აფთიაქები, ნაყინის საწარმოები. საწარმოო ხაზის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ყავისა და სხვა ცხელი სასმელების მოსარევი ხის ჯოხების წარმოება.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები