დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა

26-01-2024 13:42:00

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.

საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს.

ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას, ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის.

საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვა.
განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განიცადა.

სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, მალტა, ლატვია, უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა: ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის მიერ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები