ბიომეურნეობა „ბოსტანი“ ქათმისა და კვერცხის წაწმადობას ზრდის. „ბოსტნის“ ნატურალური ქათმის ხორცის ყიდვა მომხმარებლებს ონლაინ და ,,ბლაუნშტაინის“ ქსელშიც შეუძლიათ.
როგორც ბიომეურნეობა ,,ბოსტნის“ დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანია მცირე ფერმადაა დარეგისტრირებული და 300 ფრთაზე მეტი ქათმის ყოლის უფლება არ აქვთ, წარმადობას ვერ ზრდიან, თუმცა მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია.
„ქათმის ხორცზე მოთხოვნა მაღალია. პროდუქტი ჯანსაღია და შესაბამისად მომხმარებელი არჩევას აკეთებს ჩვენს პროდუქტზე. 2023 წელს 80%-იანი ზრდა გვქონდა. მომხმარებელი შევინარჩუნეთ და წელს დაახლოებით მოთხოვნის ზრდა ქათმის ხორცსა და კვერცხზე 15-20%-ია“, - ამბობს ბექა ბარჯაძე.
მისი თქმით, მეხორცული ჯიშის ნატურალური ქათამს, 30 დღემდე თანამედროვე ევროპული სტანდარტის ქართული წარმოების საკვებით კვებავენ. 1 თვის შემდეგ კი კვებაში ერთვება სიმინდი და ბიო ბოსტნეულის ფოთლები, რაც ასევე ბიოპროდუქტებია.
„ქათმის ხორცის წარმოებას ვიწყებთ მხოლოდ 70-80 დღის შემდეგ, როდესაც ზრდა დასრულებულია, კუნთოვანი სტრუქტურა სრულად ჩამოყალიბებულია და შესაბამისად არის სასარგებლო და გემრიელი ნატურალური პროდუქტი“, - ამბობს ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ფასს, ბიომეწარმის თქმით, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით „ბოსტანის“ პროდუქცია ძვირია, ვინაიდან ბიოპროდუქტის თვითღირებულება 2-ჯერ მეტია.
ბარჯაძე ასევე დასძენს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მომხმარებლის სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინონ და პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს.
„ბოსტანის“ ფერმა ფონიჭალაში მდებარეობს. დასაქმებულია 3 ადამიანი.
უახლესი