დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე, თურქეთი უალტერნატივოა - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია

ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე, თურქეთი უალტერნატივოა - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია

24-05-2023 10:35:25

პირველი პრობლემა არის ძვირი ავიაბილეთები, რასაც ვერც სახელმწიფო გადაჭრის და ვერც მომხმარებელი, - აცხადებს „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებლის და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძე.

მისი თქმით, ავიაბილეთებზე მაღალი ფასები, საბოლო ტურის ღირებულებას ზრდის. 

„რომ შევადაროთ კოვიდამდე და რუსეთ-უკრაინის ომამდე პერიოდს საწვავის ღირებულება, ხშირ შემთხვევაში იგივე ან ნაკლებია, თუმცა მიუხედავად ამისა, საავიაციო საწვავი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, რაც ბილეთის შემადგენელი ფასის თითქმის მესამედია“, - ამბობს კელაურიძე და განიხილავს ანტალიის მიმართულებას, სადაც თბილისსა და ანტალიას მიმართულებაზე ახალი მოთამაშე ავიაკომპანია დაემატა. 

„ანტალიის მიმართულებაზე ახალი ავიაკომპანია, SunExpress-ი შემოვიდა. კონკურენცია გაიზარდა და თითქოს ფასს უნდა დაეკლო, ასე არ მომხდარა. პირიქით გაიზარდა“, - აცხადებს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებლის და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, დღეისათვის ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად თურქეთი რჩება. 

„ზაფხულის პერიოდში გამყვანი ტუროპერატორებისთვის უპირველესი და ყველაზე მოთხოვნადი თურქეთის მიმართულებაა. მის პოპულარულობას კი ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უპირველესია, პირდაპირი რეისები თბილისიდან ანტალიისა და იზმირის მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა ყველაზე მომხიბვლელი და აქტუალური  ჩვენ ტურისტებისთვის. 2 საათი და უკვე ადგილზე ხარ. იმავდროულად ანტალიაზე არის პირდაპირი ფრენები, რომელსაც Pegasus Airlines-ი და SunExpress-ი ახორციელებენ. დამატებით, Pegasus Airlines-ი ფრენებს ასრულებს იზმირსა და თბილისს შორის. ჯამურად, რომ ვთქვათ, პიკურ პერიოდში დღეში პრაქტიკულად 2 რეისი გამოდის“, - აცხადებს მამუკა კელაურაძე.

მისი თქმით, პირდაპირო ფრენები, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა ზაფხულში სხვა საზღვაო კურორტების მიმართულებით არ გაქვს.

„ბულგარეთის მიმართულებით რეისები არ გვაქვს. ასევე რეისები არ არის მონტენეგრო-ხორვატიისა და ალჟირი-ტუნისის მიმართულებებით. შესაბამისად თურქეთის გარდა, ერთადერთი მიმართულება გვრჩება - არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც ზაფხულში ტემპერატურა მაღალია და შესაბამისად ასეთ დროს ნაკლებად მოთხოვნადია“, - ამბობს  „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებლი.

მისივე თქმით, ეგვიპტის მიმართულებაზე აპრილ-მაისიდან მოთხოვნა იცვლება და ავიარეისები უქმდება. 

მამუკა კელაურაძე ამბობს, რომ ქუთაისიდან პირდაპირი ფრენებია ათენსა და ლარნაკას მიმართულებით.

„საბერძნეთის მიმართულებები საკმაოდ მოთხოვნადია. სასურველია თუ თბილისი -სალონიკის მიმართულებაც დამატება“, - ამბობს კელაურაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები