დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას - პრეზიდენტი

ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას - პრეზიდენტი

08-11-2023 15:44:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიანიჭების რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  

„ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები