მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული კერძების ნაირსახეობას, რომელიც მოთავსებულია შოთში. ობიექტის კონცეფცია უნიკალურია, რადგან ეს პროდუქტი არის ქართული გემოების, თანამედროვე გასტრონომიული პრაქტიკებისა და სინთეზის შედეგი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თათია რომელაშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის „შოთი“ წარმოდგენილია თბილისში, საბურთალოზე ერთი ფილიალით რომელსაც აქვს ღია ტერასა და პროდუქცია ონლაინიც იყიდება.
„ჩვენი მიზანია არ შემოვიფარგლოთ საქართველოს ბაზრით, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს და ბევრი ინტერესდება ქართული სთრით ფუდით. ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„შოთი“ ასევე გეგმავს გაფართოებას ადგილობრივ ბაზარზე და სავაჭრო მოლებში წერტილების განთავსებას, რასაც მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.
„გვაქვს შქმერულის ჩვენებური ვერსია, ასევე ქათამი ნუშის ბაჟესა და სულგუნის სოუსით. სეზონურად მაყვლის და ალუბლის სოუსში. გვაქვს სოკოს ტრიო, რომელიც შოთის პურშია მოთავსებული, გვაქვს ვეგეტარიანული პროდუქტებიც, მათ შორის სოლო ტენილი ყველით“, - ამბობს მენეჯმენტის წარმომადგენელი.
მისი თქმით, აქტივობა მაღალია ონლაინ გაყიდვებში და „შოთის“ გაყიდვები თვიდან-თვემდე იზრდება. რაც შეეხება ფასებს, 11-დან 36-ლარამდეა.
ქართული სთრით ფუდის კვების ობიექტი „შოთი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში 11 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა17 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები