Elven Technologies დიუსელდორფში გამართულ კონკურსზე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა სტარტაპმა „ელვენ“ გერმანიაში გამართულ კონკურსზე „Start-up Germany Tour 2024“ 37 ქვეყნის ასზე მეტ სტარტაპს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
„ელვენმა“ განსაკუთრებით ცეცხლგამძლე მასალა შეიმუშავა, რომელიც ცეცხლის მიმართ ათჯერ უფრო მდგრადია, ვიდრე მეხანძრეთა მსოფლიოში საუკეთესო ტანსაცმელი.
„საელჩოს გუნდი აღფრთოვანებული იყო მათი მიღწევებით და სტარტაპის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე საელჩოში მოიწვია, რათა მისთვის პირადად მიელოცა ეს წარმატება“, - აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი